პრემიუმ აპარტამენტები - რა გამოარჩევს მას და რას უნდა ველოდოთ შეძენისას
პრემიუმ აპარტამენტები ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ისეთი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვამ, როგორებიცაა, ლიფტი და ცენტრალური გათბობა, იმდროინდელ დეველოპერულ კომპანიებს მრავალსართულიანი შენობების აგების შესაძლებლობა მისცა. ამის პარალელურად, 1920-იანი წლებიდან უკვე გამოჩნდა პირველ შენობებს საერთო სარგებლობის სივრცეებით - დასასვენებელი ზონებით, სამრეცხაოებითა თუ სასადილოებით. თუმცა, ნამდვილი ცვლილება 1980-იანი წლებიდან დაიწყო, როცა სამშენებლო კომპანიებს შორის კონკურენცია გაჩნდა და მათ მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზება გადაწყვიტეს.
მართალია, საქართველოში პრემიუმ აპარტამენტები ჯერ კიდევ ახალი კონცეფციაა, თუმცა მომხმარებელთა ქცევას თუ დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ სეგმენტზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - კონკრეტულად რა გამოარჩევს პრემიუმ სეგმენტს და რას უნდა ველოდოთ მისგან? სწორედ ამ დეტალებს განვიხილავთ ბლოგში.

ლოკაცია და არქიტექტურა პრემიუმ აპარტამენტებში
სტანდარტული საცხოვრებლისგან განსხვავებით, პრემიუმ აპარტამენტები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ან პრესტიჟულ უბნებში შენდება. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. "walkability" ფაქტორს ანუ რამდენად მარტივია ფეხით გადაადგილება და ძირითად სერვისებზე, მაღაზიებზე, რესტორნებსა თუ კულტურულ ობიექტებზე წვდომა.
საქართველოში პრემიუმ აპარტამენტები ძირითადად თბილისის კონკრეტულ უბნებში, მაგალითად, ვაკეში, მთვაწმინდაზე, საბურთალოს ცენტრალურ ნაწილსა და ბაგებში შენდება. ბოლო დროს ამ სიას კრწანისი და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაემატა.
ამრიგად, იდეალური პრემიუმ აპარტამენტი ცენტრთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად მყუდრო გარემოში უნდა მდებარეობდეს, იქ, სადაც ქუჩის ხმაური და ხალხმრავლობა მინიმალურია. დეველოპერული კომპანიები ზემოთ ჩამოთვლილ უბნებში განგებ არჩევენ იმ მონაკვეთებს, რომლებიც ამ აღწერას შეესაბამება.
გამოყენებული მასალები და ტექნიკა პრემიუმ ბინებში
სტანდარტული მეტალოპლასტმასის ნაცვლად, პრემიუმ პროექტებში ალუმინის ფანჯრები და დაბალემისიური მინები გამოიყენება. ამის გამო, ზაფხულში სიდა სივრცეში მზის სხივების ზემოქმედება მცირდება, ზამთარში კი სითბო ნარჩუნდება, რაც ენერგიის მოხმარებას დაახლოებით 30%-მდე ამცირებს. ამასთან ერთად, თუ სტანდარტული ბინის სიმაღლე 2.7-2.9 მეტრია, პრემიუმ პროექტებში ის საშუალოდ 3.2 მეტრს აღწევს.
თუ სტანდარტულ ბინებში ლამინატის იატაკი, კერამიკული ფილები და MDF-ის ზედაპირები გამოიყენება, პრემიუმ სეგმენტში აქცენტი ბუნებრივ და გამძლე მასალებზე, ბუნებრივ ქვაზე, მარმარილოზე, კვარცის სამუშაო ზედაპირებსა და მასიური ხის იატაკზე კეთდება.
რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, სრულად გარემონტებული პრემიუმ აპარტამენტები, როგორც წესი, უჟანგავი ფოლადის საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის აღჭურვილი. ამასთან ერთად, თანდათან ფეხს იკიდევ ე.წ. ,,ჭკვიანი სახლის” საბაზისო სისტემები, მაგალითად, დისტანციურად მართვადი თერმოსტატები, საკეტები და განათების სისტემები.

საერთო სარგებლობის სივრცეები და სერვისები
პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსები ყოველთვის მოიცავს კეთილმოწყობილ საერთო სარგებლობის სივრცეებსა და მარალფუნქვიურ ინფრასტრუქტურას. სტანდარტული პროექტების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დაცული შიდა ეზო, გამწვანებული სივრცეები, საბავშო მოედნები, სხვა მოსასვენებელი სივრცეები და პარკინგი. უფრო მაღალი დონის კომპლექსებში კი დამატებით ხელმისაწვდომია საერთო სარგებლობის სპორტული მოედნები, ფიტნეს დარებაზი, სპა და აუზი.
პრემიუმ აპარტამენტები უსაფრთხოების მრავალდონიანი სისტემებითაა აღჭურვილი. აქეთ საცხოვრებელ კომპლექსებს 24 საათიანი დაცვა ჰყავს, მთლიან პერიმეტრზე ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს, მაცხოვრებლების იდენტიფიცირება კი ბარათებით ან ბიომეტრიული სკანერებით ხდება.
ვინ ირჩევს პრემიუმ კლასს?
თანამედროვე პრემიუმ აპარტამენტებით დაინტერესებული პირები ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებიც, ერთი მხრივ, მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელს ეძებენ, მეორე მხრივ კი, იციან, რომ ამ სეგმენტის ბინა მომგებიანი საინვესტიციო ქონებაა.
მეორე ჯგუფს კი ე.წ. "lifestyle renter"-ები ქმნიან. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ფინანსური თვალსაზრისით ბინის შეძენა შეუძლიათ, მაგრამ სამსახურეობრივი ან პირადი მიზეზებით საცოვრებელს ხშირად იცვლიან და არჩევანს ქირაზე აჩერებენ.
როგორ უნდა შეარჩიოთ პრემიუმ აპარტამენტი?
პრემიუმ აპარტამენტის შერჩევისას, ლოკაციის შეფასებისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ცენტრთან სიახლოვეს, არამედ უბნის განვითარების ზოგად პერსპექტივას. კარგი პრემიუმ საცხოვრებელი ისეთ უბანში უნდა მებარეობდეს, სადაც პარკები, მაღაზიები და რესტორნები ფეხით სავალ მანძილზე. აუცილებელია მასალების ხარისხის პირადად შემოწმება —თუ ბინას გასარემონტებელ მდგომარეობაში ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ, რითია აშენებული კომპლექსი, უკვე დასრულებულის შემთხვევაში კი, კვარცის ზედაპირები, მასიური ხის იატაკი და მაღალი ხარისხის ტექნიკა ის მინიმუმია, რაც ამ ტიპის საცხოვრებელ სივრცეში უნდა იყოს.
აუცილებლად შეაფასეთ საერთო სივრცეები. თანამედროვე პრემიუმ შენობას უნდა ჰქონდეს კარგად აღჭურვილი ფიტნეს ცენტრი, სოციალური ზონები და, სასურველია, საერთო სამუშაო სივრცე.

პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსები ,,მატერიასგან"
დეველოპერული კომპანია ,,მატერია" პრემიუმ კლასის საცხოვრებელს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ქმნის. Materia Living მოიცავს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს სრული ინფრასტრუქტურით, "Materia Estates" კი ინფრასტრუქტურულად გამართულ მიწის ნაკვეთებს.
Materia Living-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტია Outlook Forest, რომელიც კრწანისის პრესტიჟულ, დიპლომატიურ უბანში შენდება. ეს 28 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი მაცხოვრებლებს 250 პრემიუმ აპარტამენტს სთავაზობს, საიდანაც ქალაქისა და ტყის პანორამული ხედები იშლება.
პროექტის მთავარი იდეა სრულყოფილი და დასრულებული ინფრასტრუქტურის შექმნაა, სადაც აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის გათვალისწინებულია ორი პადელის კორტი, სავარჯიშო დარბაზი, ორთქლისა და ფინური საუნები, ასევე Rooftop-ზე განთავსებული ღია აუზი.
აპარტამენტების გარდა, კომპლექსი ითვალისწინებს სრულფასოვან გარემოს მუშაობისა და განტვირთვისთვის. საქმიანი შეხვედრებისთვის მოეწყობა ბიზნეს ლაუნჯი და შეხვედრების ოთახები, ასევე ქო-ვორქინგ სივრცე ბიბლიოთეკით. რეკრეაციისთვის კომპლექსს ექნება გამწვანებული ზონები, პარკი ფანტანით, Rooftop რესტორანი და კოქტეილ კაფე. აღსანიშნავია სასეირნო ბილიკიც, რომელიც პირდაპირ ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ საფეხმავლო გზას უერთდება.
Materia Estates მიმართულება კი მათთვისაა, ვინც ქალაქთან ახლოს კერძო სახლის აშენებას გეგმავს. ამ კონცეფციის პირველი პროექტი, Tabakhmela Estates, 8 ჰექტარზე გაშენებულ, ინფრასტრუქტურულად სრულად მოწყობილ მიწის ნაკვეთებს აერთიანებს. მფლობელს შეუძლია, ააშენოს სახლი როგორც ინდივიდუალური პროექტით (ფასადის შეთანხმების პირობით), ასევე კომპანიის მიერ შეთავაზებული რამდენიმე პროექტიდან ერთ-ერთის შეარჩიოს. პროექტის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების გარდა, გათვალისწინებულია მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა: პადელისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი სივრცე, სათავგადასავლო პარკი მოზარდებისთვის და ველობილიკი. ასევე მოეწყობა ელექტრომობილების დამტენები და ტყეში ინტეგრირებული მოსასვენებელი და საპიკნიკე ზონები.
თუ მზად ხართ, განიხილოთ პრემიუმ საცხოვრებელი, რომელიც სრულად პასუხობს თქვენს მოთხოვნებს კომფორტზე, უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურაზე, გაიგეთ მეტი ჩვენი პროექტების შესახებ ან დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10















