Material
Back

რა არის მწვანე კარკასი და რატომ ირჩევენ მას სულ უფრო ხშირად?

ბინის შეძენისას ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგება, მისი მდგომარეობა ანუ კონდიციაა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რა დრო და რესურსი დაგჭირდებათ ახალ საცხოვრებელში გადასასვლელად და რამდენად მშვიდი იქნება ეს პროცესი.


ქართულ სამშენებლო ბაზარზე ბინები ძირითადად სამი მდგომარეობით ბარდება, ესენია: მწვანე, თეთრი და შავი კარკასი. ეს კლასიფიკაცია ადგილობრივი ბაზრის თავისებურებაა და განსხვავდება, მაგალითად, ევროპული პრაქტიკისგან, სადაც ბინები უმეტესად სრული რემონტით იყიდება.

ამ სამ კონდიციას შორის მწვანე კარკასი ბინის ყველაზე დასრულებულ ვარიანტს გულისხმობს. ასეთ უძრავ ქონებაში ძირითადი და ყველაზე რთული სარემონტო სამუშაო უკვე შესრულებულია. მფლობელს აღარ უწევს ხელოსნების ძებნა, სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება და რემონტთან დაკავშირებულ ხმაურზე მეზობლებთან უთანხმოება. ფაქტობრივად, გასაკეთებელი მხოლოდ კოსმეტიკური ნაწილი რჩება, რაც ინტერიერის საბოლოო სახის შექმნას უკავშირდება.

მთავარი განსხვავებები თეთრ და მწვანე კარკასებს შორის

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მწვანე კარკასის შინაარსი, საინტერესოა მისი შედარება თეთრ კარკასთან, რომელიც საქართველოში ასევე საკმაოდ გავრცელებული კონდიციაა. თეთრი კარკასი შავ კარკასთან შედარებით უფრო მეტად სრულყოფილი კონდიციაა, თუმცა მფლობელს წინ მაინც სერიოზული სარემონტო პროცესი ელის.


თეთრი კარკასის შემთხვევაში ბინაში ამოყვანილია შიდა ტიხრები, კედლები შეთეთრებულია და იატაკი მოჭიმულია. ძირითადი კომუნიკაციები, როგორებიცაა ელექტრობა, წყალი და გაზი, ერთ წერტილამდეა მიყვანილი, მაგრამ მათი სრული დაქსელვა და წერტილებამდე განაწილება მფლობელმა უნდა უზრუნველყოს.


რაც შეეხება მწვანე კარკასს, ამ კონდიციის ბინაში სანტექნიკის სისტემა ბოლომდეა მოწყობილი – წყლისა და კანალიზაციის მილები მიყვანილია ზუსტად იმ წერტილებამდე, სადაც ხელსაბანი, საშხაპე თუ სხვა მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს. გარდა ამისა, ელექტროგაყვანილობა სრულად დაქსელილია და ყველა ჩამრთველისა თუ როზეტის ადგილი განსაზღვრულია.


რა სამუშაოები რჩება გასაკეთებელი მწვანე კარკასის ბინაში ?

როდესაც რემონტის ტექნიკური და ხმაურიანი ნაწილი უკვე დასრულებულია, მფლობელს გაცილებით სასიამოვნო ნაწილი, ინტერიერის დიზაინის მოფიქრება და დაგეგმვა, ელის. ამიტომ, ეს დარჩენილი სამუშაოები უფრო შემოქმედებითა, ვიდრე მშენებლობა:


კედლები: ზედაპირი უკვე შეთეთრებული და მომზადებულია. მხოლოდ უნდა გადაწყვიტოთ, შეღებავთ თუ შპალერს გააკრავთ, რაც სრულად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული;


იატაკი: იდეალურად სწორი მოჭიმული ფენა საუკეთესო საფუძველს ქმნის ნებისმიერი ტიპის საფარისთვის, იქნება ეს ლამინატი, პარკეტი თუ ფილები;



სველი წერტილები: რადგან მილები უკვე გაყვანილია, რჩება მხოლოდ სანტექნიკის მოწყობილობების (ხელსაბანი, უნიტაზი, საშხაპე) შერჩევა და დამონტაჟება;


შიდა კარები და სანათები: თქვენი გემოვნებით არჩევთ და ამონტაჟებთ შიდა კარებსა და განათების მოწყობილობებს, რისთვისაც ელექტრობის წერტილები უკვე გამზადებულია.

ღირს თუ არა მწვანე კარკასის ბინის ყიდვა, როცა საინვესტიციო მიზნები გაქვთ? 

ბინა საინვესტიციო ქონების ერთ-ერთი ძირითადი ტიპია, რომელზე მოთხოვნაც სულ უფრო და უფრო იზრდება. ამ მიმართულებით მწვანე კარკასი საინტერესო და მომგებიანი არჩევანია. 


პირველ რიგში, ბინაში კოსმეტიკური რემონტის დასასრულებლად მცირე დროც საკმარისია. ამის გამო, მის გაქირავებას უმოკლეს დროში შეძლებთ და ფინანსურ სარგებელსაც მალევე მიიღებთ. 


დროის ფაქტორის გარდა, არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე — სანდოობა. როდესაც დეველოპერი ბინას დასრულებული შიდა სამუშაოებით აბარებს, ის თავად ხდება პასუხისმგებელი მათ ხარისხზე, რადგან ეს მის რეპუტაციაზე აისახება.

რას გულისხმობს დეველოპერული კომპანია "მატერიას" მწვანე კარკასი?

ზოგადი განმარტებების მიღმა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას მოიცავს კონკრეტული დეველოპერის მწვანე კარკასი. მატერიას პროექტებში ეს კონდიცია მკაფიოდ განსაზღვრულ მდგომარეობას გულისხმობს, რაც დეტალურად აღიწერება ხელშეკრულებაში.


მატერიას ბინებში კედლები სრულად არის შეთეთრებული და გამზადებული საბოლოო ეტაპისთვის. დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა, ელექტროობა სრული სქემით არის დაქსელილი, განსაზღვრულია როზეტებისა და ჩამრთველების წერტილები.

ამგვარად, მწვანე კარკასის არჩევისას თქვენ ზუსტად იცით, რა სამუშაოებს იღებს დეველოპერი საკუთარ თავზე. ეს კი საშუალებას გაძლევთ, რემონტის პროცესი ნაკლები სტრესით, მოკლე დროში დაასრულოთ და ახალ სახლში ცხოვრებით მალევე დატკბეთ.

ხშირად დასმული კითხვები

1. რით არის გამორჩეული მატერია?

მატერია არის დეველოპერული კომპანია, რომელიც უნიკალური კონცეფციის საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის. ჩვენი მიზანია, მომავალ ბინის მფლობელს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მატერია ანუ საფუძველი, რომელიც მან თავად უნდა აქციოს სრულფასოვან სახლად.

2. რა კავშირია მატერიასა და Outlook Development-ს შორის?

მატერია უძრავი ქონების ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა და, ფაქტობრივად, მის საქმიანობას აგრძელებს ახალი ხედვით.

3. ვინ არის პასუხისმგებელი სამშენებლო პროცესზე?

მატერიას პროექტების სამშენებლო ნაწილს უძღვება Outlook Construction, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს. მათი სანდოობა გამყარებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორებიცაა Outlook Vake და Outlook Forest.

4. რა ტიპის უძრავ ქონებას გვთავაზობს მატერია? 

მატერიას საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

მატერია ლივინგი: პრემიუმ სეგმენტის ბინები თბილისში;

მატერია ისთეითი: გამართული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური პროექტებისთვის;

მატერია ჰილსი: ექსკლუზიური ვილები.

5. როგორ მივიღო დეტალური ინფორმაცია პროექტებზე?

თუ უძრავი ქონების ყიდვა გაინტერესებთ და გსურთ მეტი გაიგოთ მიმდინარე პროექტებსა და პირობებზე, შეგიძლიათ ეწვიოთ მატერიას გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10