რა არის თეთრი კარკასი?
ახალი ბინის შეძენისას, დიდი ალბათობით, შეხვდებით ტერმინს „თეთრი კარკასი“, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ბევრისთვის მაინც ბოლომდე ცხადი არ არის, რას მოიცავს იგი.
თეთრი კარკასი შუალედური ეტაპია შავ კარკასსა და დასრულებულ რემონტს შორის, თუმცა მისი ზუსტი განმარტება კანონით რეგულირებული არ არის. ამის გამო, სხვადასხვა დეველოპერული კომპანია ამ ტერმინში განსხვავებულ სამუშაოებს გულისხმობს.
სტანდარტულად, თეთრი კარკასი ნიშნავს, რომ ბინაში ძირითადი, ყველაზე ხმაურიანი და შრომატევადი სამუშაო დასრულებულია. კედლები გალესილია, იატაკი მოჭიმულია, შიდა ტიხრები კი გეგმარების მიხედვითაა ამოყვანილი. ასევე, ბინას აქვს მეტალოპლასტმასის ფანჯრები და რკინის შესასვლელი კარი. რაც შეეხება კომუნიკაციებს, ისინი ბინაში ერთ წერტილამდეა შემოყვანილი.

რატომ ირჩევენ თეთრ კარკასს?
თეთრი კარკასის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არჩევანის თავისუფლებაა. სრულად გარემონტებული ბინისგან განსხვავებით, აქ თავად წყვეტთ, როგორი იქნება თქვენი სახლის დიზაინი, ერთმანეთისგან იზოლირებულ სივრცეებს მოაწყობთ თუ სტუდიოს ტიპის ბინას, თავად განსაზღვრავთ რა ხარისხის მასალებს გამოიყენებთ და სად განათავსებთ განათების წერტილებსა თუ ჩამრთველებს.
ამასთან, თქვენ ზოგავთ დროსა და ენერგიას, რადგან აღარ გიწევთ ისეთ გრძელვადიან სამუშაოებში მონაწილეობა, როგორებიცაა ტიხრების ამოყვანა, კედლების გალესვა და იატაკის მოჭიმვა. თეთრი კარკასის შემთხვევაში პირდაპირ ინტერიერის დიზაინის დაგეგმვა და კოსმეტიკურ სამუშაოებზე გადასვლა შეგიძლიათ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა. გარემონტებულ ბინაში რთულია იმის გარკვევა, თუ რა ხარისხის ელექტროსადენები ან წყლის მილებია კედლებში დამალული. თეთრი კარკასის დროს კი თქვენ თავად ირჩევთ ამ კომპონენტებს და შეგიძლიათ, უშუალოდ დააკვირდეთ მათი მონტაჟის პროცესს.
ფინანსური მოქნილობაც ერთ-ერთი უპირატესობაა. დეველოპერული კომპანიები ხშირად სწორედ ამ კონდიციას სთავაზობენ მომხმარებლებს შიდა განვადებით, რაც თავისთავად მომგებიანი შეთავაზებაა. გარდა იმისა, ბინის შეძენის შემდეგ რემონტის დაწყება შეგიძლიათ მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნებით. შესაძლებელია სამუშაოების ეტაპობრივად წარმართვაც: თავდაპირველად მოაწყოთ საცხოვრებლად აუცილებელი ნაწილი, დროთა განმავლობაში კი დაასრულოთ დანარჩენი ოთახები.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი კარკასი ბევრ უპირატესობას გთავაზობთ, მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, რა სამუშაოები გელით წინ მანამ, სანამ ბინა საბოლოო იერსახეს მიიღებს.
რა სამუშაოები რჩება შესასრულებელი თეთრი კარკასის ჩაბარებისას
როდესაც ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით გბარდებათ, პასუხისმგებლობა თქვენზე, როგორც მფლობელზე, გადმოდის. ამ დროს რამდენიმე მიმართულებით გიწევთ მუშაობა.
პირველ რიგში, მოსაწყობია ელექტრობის სრული ქსელი. ცენტრალური წერტილიდან საჭიროა სადენების გაყვანა, როზეტების, ჩამრთველებისა და განათების წერტილების დამონტაჟება მთელ ბინაში. ამისთვის კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება და ხარისხიანი მასალების შერჩევა დაგჭირდებათ.

შემდეგი ეტაპია სანტექნიკის სისტემის მოწყობა, რაც სამზარეულოსა და სველ წერტილებში წყლისა და კანალიზაციის მილების გაყვანას გულისხმობს. ეს მილები კომპანიის მიერ მოწყობილ ცენტრალურ არხებს უერთდება.
ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გათბობის სისტემის დამონტაჟებაა. ეს მოიცავს გათბობის ქვაბის შერჩევას, რადიატორების განთავსებასა და მათთან მილების მიყვანას. ეს სამუშაო დეტალურ დაგეგმვასა და პროფესიონალურ შესრულებას მოითხოვს.
საბოლოო ფაზა კი იატაკის საფარის დაგება, კედლების შეღებვა ან შპალერის გაკვრა, შიდა კარების ჩასმა, ასევე სველი წერტილებისა და სამზარეულოს ფილებით მოპირკეთება, ავეჯისა და ტექნიკის დამონტაჟებაა. სწორედ ეს ეტაპი სძენს ბინას ინდივიდუალურ ხასიათს და განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად კომფორტული იქნება თქვენი საცხოვრებელი სივრცე.
თეთრი კარკასი, როგორც ინვესტიცია
საინვესტიციო თვალსაზრისით, თეთრი კარკასი საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობაა. მფლობელს შეუძლია, ბინა ეტაპობრივად გარემონტოს და პარალელურად დააკვირდეს ბაზრის დინამიკას. უბნის განვითარებასთან ერთად, როგორც წესი, იზრდება უძრავი ქონების ფასიც, რემონტზე გაწეული დანახარჯები კი კონტროლირებადი რჩება.
ასეთი ბინა საიჯარო ბაზრისთვისაც მოქნილია. შეგიძლიათ, ის სტანდარტულად მოაწყოთ ან გაითვალისწინოთ კონკრეტული დამქირავებლის სურვილები.
რა თქმა უნდა, თეთრი კარკასის დასრულება მოითხოვს სარემონტო პროცესის მართვას და გარკვეულ გამოცდილებას. მათთვის, ვისაც სურს, საბოლოო შედეგზე სრული კონტროლი ჰქონდეს და მზადაა ამ როლისთვის, ეს კარგი არჩევანია. ხოლო მათთვის, ვისთვისაც დრო და სიმარტივე უფრო მნიშვნელოვანია, მწვანე კარკასი ან სრულად გარემონტებული ბინა შეიძლება უკეთესი ალტერნატივა იყოს.
თეთრი თუ მწვანე კარკასი — რომლის შეძენა ღირს?
თეთრ და მწვანე კარკასებს შორის მთავარი განსხვავება შესრულებული სამუშაოების მოცულობაში მდგომარეობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, თეთრი კარკასი გულისხმობს გალესილ კედლებსა და მოჭიმულ იატაკს, თუმცა კომუნიკაციები (ელექტრობა, სანტექნიკა) მხოლოდ ერთ წერტილამდეა მიყვანილი და მათი სრული დაქსელვა უკვე მფლობელის მოსაგვარებელია.
ამისგან განსხვავებით, მწვანე კარკასი მეტად დასრულებულ მდგომარეობას ნიშნავს. მაგალითად, მატერიას პროექტებში ეს კონდიცია, შეთეთრებულ კედლებსა და მოჭიმულ იატაკთან ერთად, მოიცავს მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარასა და, რაც მთავარია, ბინის შიგნით სრულად დაქსელილ ელექტრობასა და სხვა კომუნიკაციებს.

საბოლოო არჩევანი ინდივიდუალურ პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. თუ მზად ხართ, სარემონტო პროცესი პირადად მართოთ და კომუნიკაციების დაგეგმვაზე თავად იზრუნოთ, თეთრი კარკასი ამის შესაძლებლობას გაძლევთ. თუმცა, თუ გსურთ თავიდან აირიდოთ რემონტის ტექნიკური და რთული ნაწილი, ენდობით დეველოპერის ხარისხს და გირჩევნიათ, დრო და ენერგია პირდაპირ ინტერიერის დიზაინსა და სივრცის მოწყობაზე მიმართოთ, მწვანე კარკასი საუკეთესო არჩევანი იქნება.
ხშირად დასმული კითხვები
1. რა არის “მატერია”?
მატერია დეველოპერული კომპანიაა, რომელიც გამორჩეული კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს ქმნის. კომპანიის ხედვით, ისინი ქმნიან მატერიას, რომელსაც მფლობელი თავად აქცევს სახლად.
2. როგორ ჩამოყალიბდა “მატერია”?
მატერია ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.
3. ვინ ასრულებს სამშენებლო სამუშაოებს მატერიას პროექტებში?
პროექტების სამშენებლო მიმართულებას უძღვება Outlook Construction. ეს არის კომპანია, რომელსაც ამ სფეროში 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს გამოცდილება დადასტურებულია ისეთი წარმატებული პროექტებით, როგორებიცაა სრულად გაყიდული Outlook Vake და ახალი პროექტი Outlook Forest.
5. რა ძირითადი მიმართულებებით მუშაობს მატერია?
კომპანია ბაზარზე სამი ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი:
მატერია ლივინგი: პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები.
მატერია ისთეითი: ინფრასტრუქტურით გამართული მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური პროექტებისთვის.
მატერია ჰილსი: ექსკლუზიური ვილები.
6. სად მდებარეობს მატერიას გაყიდვების ოფისი?
მშენებარე ბინებისა და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10







