Material
Back

რატომ უნდა შეიძინოთ მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში? – უნიკალური კლიმატი, ხედები და მზარდი პოპულარობა

თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთების ფასი ყოველწლიურად იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-დან 30%-საც კი უტოლდება. ამის მიზეზად ქალაქის ცენტრალური ნაწილის აქტიური განაშენიანება და მოხმარებლების მოთხოვნა, იცხოვრონ მშვიდ განწვანებულ გარემოში, სახელდება. 


დედაქალაქის პერიფერიული ნაწილიდან რამდენიმე ლოკაცია აქტიურად ვითარდება, რომელთაგან გამორჩეულია ტაბახმელა. მისი პოპულარობა განპირობებულია არა მხოლოდ თბილისის ცენტრთან სიახლოვით (დაახლოებით 15-20 წუთის სავალი), არამედ უნიკალური მიკროკლიმატით, შთამბეჭდავი პანორამული ხედებითა და აქტიურად განვითარებადი ინფრასტრუქტურით. 



რატომ გახდა ტაბახმელა მოთხოვნადი ლოკაცია?

ბოლო წლებმა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდმა, საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას პრიორიტეტები საგრძნობლად შეცვალა. მაგალითად, დისტანციურმა მუშაობამ ბევრ ადამიანს მისცა თავისუფლება, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ეცხოვრა. ამასთან ერთად, მათ მეტი ყურადღება დაუთმეს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის გამოც გააქტიურდა ისეთი საცხოვრებელი ადგილებზე მოთხოვნა, სადაც სუფთა ჰაერი, ბევრი სიმწვანე, მეტი სივრცე და სიმშვიდეა. 


ამ მოთხოვნების ფონზე, ტაბახმელას უპირატესობები მკაფიოდ გამოიკვეთა. ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ეს ტერიტორია, კოჯორისა და წავკისის მსგავსად, ისტორიულად კლიმატური კურორტის სტატუსს ატარებს. მისი უნიკალური ჰავა, განსაკუთრებით ზაფხულში, თბილისელებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. დღეს კი ეს ადგილი სეზონური დასვენებიდან თანდათან მუდმივ საცხოვრებელ ზონად გარდაიქმნება.


რით გამოირჩევა ის სხვა ქალაქგარე საცხოვრებელი ადგილებისგან?

თბილისის ირგვლივ ბევრი დასახლებაა, რომლებიც ერთმანეთისგან სხვადასხვა ნიშნით გამოირჩევა. მაგალითად, წავკისი პრესტიჟულობით ხასიათდება, ლისი კი ყოველთვის რეკრეაციულ ზონად მოიხსენიება. ცხადია, ტაბახმელასაც აქვს თავისი უნიკალური მახასაითებლები, რომლებიც მას სხვა საცხოვრებელი ადგილებისგან ახსვავებს. 


პირველი და ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობა პანორამული ხედებია. ტაბახმელა თრიალეთის ქედის განშტოებაზე მდებარეობს, რის გამოც აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე განლაგებული მიწის ნაკვეთებიდან თბილისის ხედი იშლება, სამხრეთ და სასავლეთ ფერდობებიდან კი კუმისის ტბა მოჩანს. 



ტაბახმელა თბილისელებისთვის ყოველთვის გამორჩეული ადგილი იყო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან აქ სააგარაკე სახლებს აშენებდნენ, რასაც ადგილობრივი კლიმატი და გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა. ის 950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რის გამოც ზაფხულში ქალაქთან შედარებით 5-7 გრადუსით დაბალი ტემპერატურაა. 

ისტორიული დოკუმენტები ტაბახმელას, კოჯორთან და წავკისთან ერთად, კლიმატურ საკურორტო ადგილად მოიხსენიებენ. აქ მართლაც განსაკუთრებული ჰაერია. თრიალეთის ქედის ფერდობები ბუნებრივ ბარიერს ქმნის ძლიერი ქარებისგან და, ამავე დროს, ტერიტორიის კარგ ვენტილაციას უწყობს ხელს. დღეს, როცა თბილისში ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა, ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა.


რჩევები ტაბახმელაში მიწის ნაკვეთის შერჩევისთვის

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ზონირების სტატუსის შემოწმება. მაგალითად, საცხოვრებელი ზონა-1 (სზ-1) იდეალურია ინდივიდუალური სახლის მშენებლობისთვის და კომფორტული განაშენიანების საშუალებას იძლევა. მისაღები ვარიანტია სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3), თუმცა აქ განაშენიანების კოეფიციენტი (0.3) დაბალია, გამწვანების (0.6) კი – მაღალი. სიფრთხილეა საჭირო სასოფლო-სამეურნეო ზონასთან (სოფზ): მიუხედავად დაბალი ფასისა, მასზე მშენებლობა შეუძლებელია და ის სტატუსის ცვლილებას მოითხოვს, რაც დროთან, ფინანსებთან და ბიუროკრატიულ ბარიერებთან არის დაკავშირებული.


ზონირების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს გეოლოგიასა და რელიეფს. რადგან ტაბახმელა რთული რელიეფით ხასიათდება, ყველა ნაკვეთი ერთნაირად ხელსაყრელი არ არის მშენებლობისთვის. აუცილებელია გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რათა დადგინდეს გრუნტის მდგრადობა. ხშირად, დაქანებული ნაკვეთები საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, დატერასებას ან საყრდენი კედლების მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად მშენებლობის ხარჯებს ზრდის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა. უნდა დააზუსტოთ, რამდენად ახლოსაა ძირითადი კომუნიკაციები (დენი, გაზი, წყალი, კანალიზაცია) და როგორია მისასვლელი გზის ხარისხი. ამ ფაქტორების წინასწარი ანალიზი დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და მიიღოთ გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილება.





Tabakhmela Estates „მატერიასგან“ – ახალი თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ტაბახმელაში

ტაბახმელაში მიწის ნაკვეთის დამოუკიდებლად შერჩევისა და კეთილმოწყობის სირთულეების ფონზე, საინტერესო ალტერნატივაა პროექტი Tabakhmela Estates „მატერიასგან“. ეს არის 8 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კეთილმოწყობილ მიწის ნაკვეთებს სთავაზობს.

თითოეულ ნაკვეთამდე მიყვანილი იქნება ყველა ძირითადი კომუნიკაცია: გაზი, წყალი, დენი, ინტერნეტი და კანალიზაცია. ნაკვეთები ერთმანეთისგან კომფორტული დაშორებით განლაგდება, რაც მობინადრეებს საკმარის პირად სივრცეს მისცემს. 


მყიდველს ექნება არჩევანის თავისუფლება – გამოიყენოს „მატერიას“ მიერ შეთავაზებული არქიტექტურული პროექტი თუ შექმნას ინდივიდუალური სახლი. ერთადერთი პირობა დასახლების საერთო არქიტექტურული სტილის დაცვაა, რისთვისაც ინდივიდუალური პროექტის ფასადი კომპანიასთან თანხმდება.


დასვენება, სპორტი და უსაფრთხოება თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში

Tabakhmela Estates-ის გეგმა ითვალისწინებს სპორტისა და დასვენებისთვის საჭირო მრავალფეროვანი სივრცეების მოწყობას. პროექტში შედის პადელის კორტები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ასევე ტყის ტერიტორიაზე გამავალი ველობილიკი. მოზარდებისთვის გათვალისწინებულია სათავგადასავლო პარკი საცოცი კედლითა და თოკების ბილიკით.


გარდა ამისა, 7000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა კეთილმოწყობილი ტყე სასეირნო ბილიკებით, საპიკნიკე ზონებითა და ჰამაკებით. ცალკე სივრცე დაეთმობა ბავშვების გასართობ მოედანსა და შინაური ცხოველებისთვის შემოღობილ სასეირნო ადგილს. მთლიანი ტერიტორია შემოიღობება, ექნება სამი მთავარი შესასვლელი და 24 საათის განმავლობაში მაცხოვრებელთა უსაფრთხოებაზე დაცვა იზრუნებს. კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების სწრაფი დამტენებიც განთავსდება.


ამგვარად, Tabakhmela Estates-ის პროექტი აერთიანებს ბუნებასთან სიახლოვეს, აქტიური ცხოვრებისა და დასვენების შესაძლებლობებს. ის მიზნად ისახავს, მაცხოვრებლებს შესთავაზოს სრულფასოვანი, უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი დასახლება ქალაქის ცენტრიდან ახლოს, ტაბახმელაში.


დეველოპერული კომპანია „მატერიას“ პროექტის, Tabakhmela Estates-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10.