Material
Back

რას ნიშნავს შავი კარკასი?

შავი კარკასი უძრავი ქონების ის მდგომარეობაა, როდესაც დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში მფლობელს ბარდება ერთიანი, შიდა კედლების გარეშე დატოვებული სივრცე. ამ ტიპის ბინას აქვს ფასადი, სახურავი, კარ-ფანჯარა და რკინის შესასვლელი კარი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დეველოპერული კომპანიების მიერ დამონტაჟებული კარის ხარისხი, ხშირად, არც ისე მაღალია და, შესაძლოა, უსაფრთხოების მიზნით მისი შეცვლა გახდეს საჭირო. 


ამ კონდიციაში ძირითადი კომუნიკაციები, ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და ბუნებრივი აირი, მიყვანილია ბინის შესასვლელამდე. მათი გადანაწილება შიდა პერიმეტრზე კი სრულად მესაკუთრის პასუხისმგებლობაა. 

რა არის შავი კარკასის უპირატესობები?

შავი კარკასის მთავარი ხიბლი ინტერიერის დაგეგმვის აბსოლუტური თავისუფლება და პროცესის სრულად გაკონტროლების შესაძლებლობაა. მფლობელს აქვს საშუალება, შეარჩიოს ინტერიერი დიზაინის სტილი და შიდა კედლები ამ გეგმის მიხედვით ააშენოს. ასევე აქვს შესაძლებლობა შეიძინოს მაღალი ხარისხის მასალები და პირადად გააკონტროლოს რემონტის ყველა ეტაპი. ამასთან, შესაძლებელია ხარჯების დროში გადანაწილება და სამუშაოების ეტაპობრივად შესრულება.

მწვანე და თეთრი VS შავი კარკასი - რა განასხვავებს მათ?

სწორი არჩევანის გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, შავი კარკასი ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებს შევადაროთ. თეთრი კარკასი შუალედური ეტაპია, რომელიც შავი კარკასის კომპონენტებთან ერთად მოიცავს უკვე ამოყვანილ შიდა ტიხრებს, შეთეთრებულ კედლებს, მოჭიმულ იატაკსა და ბინამდე მიყვანილ ძირითად კომუნიკაციებს. ასეთი ბინა, ფაქტობრივად, მზად არის კოსმეტიკური რემონტის დასაწყებად. 


წაიკითხეთ ბლოგი თეთრი კარკასის შესახებ და გაიგეთ მეტი, თუ რას გულისხმობს ეს კონდიცია.


შემთხვევაში კი ახალ სახლში გადასვლა ერთ თვეშიც შესაძლებელია. ამასთან ერთად, შავ კარკასში ტიხრებსაც კი თქვენი სურვილისამებრ აშენებთ, მაშინ როცა თეთრ და მწვანე კონდიციებში შიდა გეგმარება უკვე დასრულებულია და კედლები ამოყვანილია, რაც ოთახების განლაგების შეცვლას ართულებს. 

რას მოიცავს და რამდენად ხანგრძლივია შავი კარკასის რემონტი? 

შავი კარკასის მდგომარეობაში ბინა სრულად დასაგეგმი და გასარემონტებელია. ეს პროცესი მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:


შიდა გეგმარება და ტიხრები: შავი კარკასი ერთიანი ღია სივრცეა, ამიტომ საწყის ეტაპზე მისაღების, საძინებლებისა და სხვა ფუნქციური ზონების ერთმანეთისგან გასამიჯნად, შიდა კედლები უნდა აშენდეს;


იატაკისა და კედლების მომზადება: იატაკს საფარის (ლამინატის, პარკეტის თუ ფილის) დაგებამდე აუცილებლად სჭირდება მოჭიმვა. პარალელურად, შეთეთრებას საჭიროებს ყველა კედელი.


ელექტროგაყვანილობა: მფლობელმა თავად უნდა დაგეგმოს როზეტების, ჩამრთველებისა და განათების წერტილების განლაგება და გაიყვანოს ყველა საჭირო სადენი;


წყლის სისტემა: ბინაში, ძირითადად, მხოლოდ წყლისა და კანალიზაციის ცენტრალური დგარებია. შესაბამისად, მილები სამზარეულომდე და ყველა დაგეგმილ სველ წერტილამდე მფლობელმა თავად უნდა მიიყვანოს;


გათბობის სისტემა: მესაკუთრემ თავად უნდა დაამონტაჟოს ცენტრალური გათბობის სისტემა, რაც მილების გაყვანას, რადიატორებისა და ქვაბის დაყენებას გულისხმობს;


მოსაპირკეთებელი სამუშაოები: ყველა ამ სამუშაოს შემდეგ კოსმეტიკური რემონტი, იატაკის დაგება, კაფელ-მეტლახის გაკვრა, კედლების დამუშავება, შიდა კარებისა და სანტექნიკის მონტაჟი, იწყება;


გაეცანით ბლოგს მწვანე კარკასის შესახებ და ზუსტად გაიგეთ, რა ეტაპების გავლაა საჭირო რემონტის პროცესში. 

რამდენად მომგებიანია შავი კარკასის შეძენა საინვესტიციო მიზნით? 

ბევრი ფიქრობს, რომ შავი კარკასის ყიდვა და შემდგომ მისი გარემონტება მომგებიანია, თუმცა გამოცდილება სხვას აჩვენებს. ამ შემთხვევაში მთავარი გამოწვევა რემონტის მართვაა. ინვესტორი, რომელსაც მშენებლობის სფეროში გამოცდილება არ აქვს, აუცილებლად წააწყდება სირთულეებს. 


პროექტის მართვა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. საჭიროა ხელოსანთა ჯგუფების მოძიება, მასალების შერჩევა და ხარისხის მუდმივი კონტროლი, რაც ხშირად სტრესის მიზეზი ხდება. ამასთანავე, გამოუცდელობის გამო, არსებობს დიდი რისკი, რომ რემონტის საბოლოო ხარჯები საწყის გათვლებს გადააჭარბებს. საინვესტიციო მიმართულებით არ უნდა დაგავიწყდეთ ისიც, რომ შავი კარკასის რემონტი რამდენიმე თვე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში თქვენ მიერ შეძენილი საინვესტიციო უძრავი ქონება შემოსავალს არ იძლევა.

 

ამიტომ, როცა ბინა საინვესტიციო მიზნებისთვის არის გათვლილი, უმჯობესია არჩევანი მწვანე კარკასის მდგომარეობაზე გაკეთდეს. ამ შემთხვევაში, მფლობელი მიიღებს უძრავ ქონებას, რომელშიც ყველა შავი და ხმაურიანი სამუშაო დასრულებულია, კოსმეტიკური რემონტის დასრულებას კი უმოკლეს დროში შეძლებს. მაგალითად, დეველოპერული კომპანია „მატერია“ ბინებს სწორედ მწვანე კარკასით აბარებს, რაც თქვენ, როგორც მომავალ მფლობელს, გაძლევთ შესაძლებლობას, ზუსტად იცოდეთ რა გაქვთ სივრცეში გასაკეთებელი და გათვალოთ რემონტის დრო და ბიუჯეტი. 


საბოლოოდ, არჩევანი თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. შავი კარკასი გაძლევთ სრულ თავისუფლებას, შექმნათ ზუსტად ისეთი სახლი, როგორიც გსურთ, თუმცა ეს პროცესი გაცილებით მეტ დროს, ენერგიასა და რისკების მართვას მოითხოვს. თუ თქვენთვის, საინვესტიციო მიზნით, დროის დაზოგვა და პროგნოზირებადი ბიუჯეტი უფრო მნიშვნელოვანია, მწვანე კარკასი ამ მხრივ ბევრად პრაქტიკულია.

ხშირად დასმული შეკითხვები

1. რას გვთავაზობს დეველოპერული კომპანია მატერია?

მატერია არის კომპანია, რომელიც უნიკალური კონცეფციის საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს. მათი ხედვაა, შექმნან მაღალი ხარისხის მატერია საფუძველი, რომელსაც მფლობელი სრულფასოვან და კომფორტულ სახლად აქცევს.  

2. რა კავშირშია Materia Outlook Development-თან?

მატერია ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. ის, ფაქტობრივად, ამ კომპანიის მემკვიდრეა და მის საქმიანობას განახლებული ხედვით აგრძელებს.  

3. ვინ არის პასუხისმგებელი სამშენებლო ხარისხზე?

მატერიას პროექტების სამშენებლო სამუშაოებს Outlook Construction ასრულებს. ეს არის კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია უძრავი ქონების ყიდვისას.

4. რა მიმართულებებით მუშაობს კომპანია?

კომპანიის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:  


მატერია ლივინგი: პრემიუმ კლასის მშენებარე ბინები, სადაც სივრცე ოპტიმალურადაა გადანაწილებული;  

მატერია ისთეითი: ინფრასტრუქტურულად გამართული მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური პროექტებისთვის.  

მატერია ჰილსი: ექსკლუზიური ვილები.  

5. სად შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება? 

პროექტების, პირობებისა და სხვა დეტალების გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ მატერიას გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 0322 11 11 10