
მშენებარე ბინები
თბილისში
„მატერიასგან"
თბილისში ბინის ყიდვა ბევრისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. „მატერია" ქმნის სივრცეს მათთვის, ვინც იცის ხარისხის ფასი და მხოლოდ კედლებს არ ეძებს. ჩვენი პროექტები აერთიანებს თანამედროვე სტანდარტებსა და კომფორტულ ინფრასტრუქტურას, რათა შენი ყოველდღიურობა იდეალური იყოს.
მიიღეთ კონსულტაცია
მშენებარე ბინები თბილისში „მატერიასგან"
მშენებარე ბინები თბილისში ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებლისთვის არის საინტერესო. ისინი უპირატესობას ანიჭებენ იმ უძრავ ქონებას, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს, განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და ხარისხიან საცხოვრებელ გარემოს აერთიანებს. თუმცა, ქალაქის დინამიკურ განვითარებასთან ერთად, იზრდება მოლოდინიც და შესაფერისი პროექტის პოვნა, რომელიც მყიდველის პირად მოთხოვნებს ზუსტად მოერგება, სულ უფრო რთულდება.
ამ გამოწვევას პასუხობს დეველოპერული კომპანია „მატერია", რომელიც მომავალი მფლობელის ინდივუდალურ საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზეა გათვლილ პროექტებს ახორციელებს. ამის ნათელი მაგალითია პროექტი „Outlook Forest მატერიასგან", რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, კრწანისში შენდება.

მშენებარე ბინის უპირატესობები -
რატომ უნდა შეიძინოთ ის?
მშენებარე ბინის შერჩევა, დასრულებულ პროექტთან შედარებით, საწყის ეტაპზე ხშირად ფინანსურად უფრო ხელსაყრელია. ამრიგად, საინვესტიციო თვალსაზრისით ასეთი შენაძენი ბევრისთვის უფრო საინტერესოა. მშენებლობის დასრულების შემდეგ უძრავი ქონების ღირებულება იზრდება და მომავალში მისი გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში, მფლობელს სარგებლის მიღება შეუძლია.
ფინანსურად ხელსაყრელი
მშენებარე ბინის შერჩევა საწყის ეტაპზე ფინანსურად უფრო ხელსაყრელია და მაღალი საინვესტიციო პოტენციალი აქვს.
მზარდი ღირებულება
მშენებლობის დასრულების შემდეგ უძრავი ქონების ღირებულება იზრდება, რაც მფლობელს სარგებელს მოუტანს.
ენერგოეფექტურობა
თანამედროვე მშენებლობებში აქტიურად გამოიყენება ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური მასალები.
ღია სივრცეები
ბინებში ჭარბობს ღია სივრცეები, დიდი ფანჯრები, ლოჯიები და აივნები - მორგებული თანამედროვე ცხოვრების სტილზე.
საგარანტიო პირობები
მშენებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარვეზზე პასუხისმგებლობას კომპანია იღებს და თავად ზრუნავს მის გამოსწორებაზე.
თანამედროვე გეგმარება
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, რომელიც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.
Outlook Forest მატერიასგან
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
კრწანისი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული უბანია. სუფთა ჰაერის, სიმწვანისა და, ამავდროულად, ქალაქის ცენტრთან სიახლოვის გამო ეს ადგილი საცხოვრებლად ძალიან მიმზიდველია. დეველოპერული კომპანია „მატერია" ამ უბანში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე პროექტს ახორციელებს, რომელიც მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
"Outlook Forest მატერიასგან" კრწანისის პრესტიჟულ, დიპლომატიურ უბანში შენდება. ეს 28 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი მომავალ მაცხოვრებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს ქალაქისა და ტყის პანორამული ხედებით.
სამუშაო სივრცეები
ლანჯი, შეხვედრები, ქო-ვორქინგი
სპორტი
პადელის კორტები, ფიტნესი
საუნა
ორთქლისა და ფინური
Rooftop აუზი
ღია აუზი, რესტორანი, კოქტეილ კაფე
რეკრეაცია
გამწვანებული ზონები, პარკი ფანტანით
ბოტანიკური ბაღი
სასეირნო ბილიკი პირდაპირი წვდომით

კრწანისი, თბილისი
28 სართული

რატომ მშენებარე ბინა თბილისში?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება. ქალაქში არაერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც საერთო ჯამში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება. ახალი გზები, პარკები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნას ზრდის, რადგან თბილისი კვლავ ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ ცენტრად მოიაზრება.
აქ თავმოყრილია ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ბიზნეს ცენტრები და უმაღლესი სასწავლებლები. ამასთან, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს დედაქალაქს, რაც საიჯარო ბინებზე მოთხოვნას ზრდის. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა უძრავი ქონების შეძენის მხრივ საკმაოდ ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მშენებარე ბინა თბილისში შეზღუდვების გარეშე შეიძინოს.
დაინტერესდით შეთავაზებით?
თუ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ფასებისა და პირობების შესახებ, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი.
რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შერჩევისას?
ბინის შერჩევა ინდივიდუალური პროცესია და მყიდველის საჭიროებებზე, გეგმებსა თუ ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული.
სტუდიოები და ერთოთახიანი ბინები
ხშირად კარგი არჩევანია ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. ასევე, ასეთი ფართები საინტერესოა გასაქირავებლად, რადგან პატარა ბინებზე მოთხოვნა თითქმის ყოველთვის მაღალია.
საოჯახო ბინები
ოჯახებისთვის ორ და სამოთახიანი მშენებარე ბინები უფრო შესაფერისია. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოთახების რაოდენობა, არამედ მათი განლაგებაც, რადგან კარგად დაგეგმილი ბინა მცირე ფართის პირობებშიც კომფორტულია.
პრემიუმ კლასი
პრემიუმ კლასის ბინები კი მათთვისაა, ვისაც დიდი სახლი, რამდენიმე სააბაზანო და ვრცელი ტერასები სურს.

რატომ „მატერია"?
„მატერია" ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომლის შექმნაც ბაზრის ახალ მოთხოვნებსა და სეგმენტზე ფოკუსირებამ განაპირობა. ბრენდი უმიზნებს საქმიან, წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც საცხოვრეებლად მშვიდი, კომფორტული, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სჭირდებათ - სივრცე, სადაც თანამოაზრეებს გაიცნობენ და ჰარმონიულ გარემოში დაისვენებენ.
კომპანიის უკან დიდი ისტორია დგას. ის Outlook Development-ის საქმიანობის გაგრძელებაა, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარზე 15 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიამ წარმატებით დაასრულა რამდენიმე მასშტაბური პროექტი, მათ შორის Outlook Vake, რომელიც მშენებლობის დასრულებამდე სრულად გაიყიდა.
15+
წლიანი გამოცდილება
100%
გამჭვირვალობა
24/7
მომხმარებელზე ზრუნვა
დაგვიკავშირდით
დეტალური ინფორმაციისთვის
თუ „მატერიას" პროექტით დაინტერესდით და ზოგადად მშენებარე ბინები თბილისში თქვენთვის აქტუალური თემაა, შეავსეთ ფორმა ან დაგვიკავშირდით პირდაპირ. კომპანიის წარმომადგენლები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას.
დაგვირეკეთ
+995 0322 11 11 10მოგვწერეთ
info@materia.geგვეწვიეთ ოფისში
ვასილ ბარნოვის ქ. 84, თბილისი
სამუშაო საათები
ორშ - პარ: 10:00 - 19:00
შაბათი: 11:00 - 16:00
შეავსეთ ფორმა
ხშირად დასმული შეკითხვები
მატერია ქმნის უნიკალური კონცეფციის მქონე საცხოვრებელ პროექტებს. კომპანიის ხედვაა, მფლობელებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის საფუძველი (მატერია), რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ის კომფორტულ და სრულყოფილ სახლად აქციონ.
მატერია ბაზარზე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა. ფაქტობრივად, ის ამ კომპანიის მემკვიდრეა და მის საქმიანობას განახლებული ხედვით აგრძელებს.
მატერიას პროექტების სამშენებლო სამუშაოებს Outlook Construction უძღვება. ეს არის 15-წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, რაც უძრავი ქონების შეძენისას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კომპანიის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: მატერია ლივინგი: პრემიუმ კლასის ბინები ოპტიმალური გეგმარებით მშენებარე კომპლექსებში; მატერია ისთეითი: სრულად გამართული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური პროექტებისთვის; მატერია ჰილსი: ექსკლუზიური ვილები.
პროექტების, მიმდინარე პირობებისა და სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ მატერიას გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი, ვ. ბარნოვის ქ. #84, ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 0322 11 11 10.







